ინფორმაცია სისხლის ჯგუფების შესახებ
სისხლის ჯგუფს მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული გენები გასაზღვრავს, რომლებიც იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად:
O - პირველი ჯგუფი
A - მეორე ჯგუფი
B - მესამე ჯგუფი
AB - მეოთხე ჯგუფი
თითოეული ჯგუფი შეიძლება იყოს რეზუს დადებითი (Rh+) ან რეზუს უარყოფითი (Rh-).
სისხლის შემადგენლობა
ორგანიზმში არის დაახლოებით 4-6 ლიტრი სისხლი. სისხლი შედგება უფერო გამჭვირვალე სითხისგან – სისხლის პლაზმისგან და სისხლის უჯრედებისგან, რომელიც მოიცავს წითელ უჯრედებს (ერითროციტებს), თეთრ უჯრედებს (ლეიკოციტები) და თრომბოციტებს.
პლაზმის 90%-ს წყალი იკავებს, ეს სითხე ასევე შეიცავს ცილებს, საკვებ ნივთიერებებს, ჰორმონებსა და დაშლის (ნარჩენ) პროდუქტებს. პლაზმა სისხლის 60% შეადგენს, 40% კი სისხლის უჯრედზე მოდის.
სისხლის უჯრედის თითოეულ ტიპს სპეციფიკური როლი ეკისრება:
სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში ჟანგბადის გადატანას (ტრანსპორტირებას) ახორციელებენ, სისხლიდან კი ნახშირბადი და დაშლის (ნარჩენი) პროდუქტები გამოაქვთ; სისხლის სწორედ ეს უჯრედი განსაზღვრავს სისხლის ფერს
სისხლის თეთრი უჯრედები იმუნური სისტემის (ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი მექანიზმი) ნაწილს წარმოადგენენ და ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარებიან
თრომბოციტები სისხლდენის შესაჩერებლად,სისხლის შედედებაში (გასქელება) მონაწილეობენ.
ანტიგენები და ანტისხეულები
სისხლის ჯგუფი სისხლში არსებული ანტიგენებისა და ანტისხეულების არსებობით განისაზღვრება.
ანტისხეულები სხეულის უცხო სხეულების შეჭრისგან (მაგალითად მიკრობებისგან) ბუნებრივი დამცავი მექანიზმის ნაწილია.
ანტიგენები სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე არსებული ცილის მოლეკულებია. ანტისხეულებიც ცილებია, რომლებიც პლაზმაში გვხვდება. ისინი ორგანიზმში მოხვედრილ უცხო მოლეკულებს ამოიცნობენ და მათ გასანადგურებლად იმუნურ სისტემას უხმობენ.
Rh (რეზუს) სისტემა
სისხლის წითელი უჯრედები ხანდახან სხვა ანტიგენსაც შეიცავენ, ამ ცილას Rh ანტიგენსაც უწოდებენ. თუ ადამიანის სისხლი ამ ცილას შეიცავს, მისი სისხლის ჯგუფი Rh+ (რეზუს დადებითი), წინააღმდეგ შემთხვევაში Rh უარყოფითი. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის არსებული 8 ჯგუფიდან შეიძლება იყოთ:
O Rh დადებითი (O+) - პირველი დადებითი
O Rh უარყოფითი (O-) - პირველი უარყოფითი
A Rh დადებითი (A+) - მეორე დადებითი
A Rh უარყოფითი (A-) - მეორე უარყოფითი
B Rh დადებითი (B+) - მესამე დადებითი
B Rh უარყოფითი (B-) - მესამე უარყოფითი
AB Rh დადებითი (AB+) - მეოთხე დადებითი
AB Rh უარყოფითი (AB-) - მეოთხე უარყოფითი.
შემთხვევათა უმრავლესობაში, O Rh უარყოფითი სისხლი (პირველი უარყოფითი) შესაძლოა ნებისმიერი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტში უსაფრთხოდ გადავასხათ, ამიტომ ის ხშირად გამოიყენება გადაუდებელი შემთხვევების დროს, როდესაც არ იციან პაციენტის სისხლის ჯგუფი. ეს ჯგუფი უსაფრთხოა ყველა ჯგუფისთვის, რადგან მას არ აქვს არცერთი A, B ან Rh ანტიგენები სისხლის უჯრედების ზედაპირზე.
სისხლის ჯგუფების დადგენის ტესტი
სისხლის ჯგუფის დასადგენად თქვენი სისხლის წითელ უჯრედებს სხვადასხვა ანტისხეულების მქონე ხსნარს შეურევენ. ასე მაგალითად, თუ ხსნარი ანტი-B ანტისხეულებს შეიცავს, თქვენ კი თქვენს უჯრედებზე B ანტიგენი გაქვთ (ანუ B ჯგუფის სისხლი გაქვთ) ეს უჯრედები ერთმანეთთან შეწებდება.
თუ სისხლი არცერთ ანტისხეულთან (ანტი-A ან ანტი-B) რეაქციაში არ შედის, თქვენ O ჯგუფის სისხლი გაქვთ.
სისხლის გადასხმის (blood transfusion როდესაც ერთი ადამიანისგან აღებულ სისხლს მეორეს უსხამენ) შემთხვევაში, სისხლს დონორი უჯრედების პანელის შესაბამისად გამოიკვლევენ, ეს პანელი კლინიკურად მნიშვნელოვან ყველა ანტიგენს შეიცავს. თუ რეაქცია არ განვითარდა, იგივე ABO და Rh ტიპის სისხლის გამოყენებაა შესაძლებელი.