კითხვები დონაციასთან დაკავშირებით
რა უნდა გავითვალისწინოთ სისხლის დონაციამდე?
- დონაციისთვის რეკომედირებული ასაკი არის 18-65 წელი;
- დონაციამდე სასურველია იყოთ ნასაუზმევი;
- თქვენი წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი;
- არ უნდა გქონდეთ ალერგია რთული ფორმით;
- არ უნდა გქონდეთ სიცხე, რესპირატორული დაავადება;
- არ უნდა იღებდეთ ზრდის ჰორმონებს, ანტიბიოტიკებს, სისხლის გამათხელებელს;
- ქალებისთვის მენსტრუალური ციკლიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 1 კვირა;
- არ უნდა იყოთ ნაბახუსევი;
COVID-19
ამერიკის წითელი ჯვრის ასაციაციის თანახმად სისხლის დონაცია შესაძლებელია:
COVID-19 ვაქცინაციიდან 14 დღეში.
COVID-19 გადატანიდან შეუზღუდავად.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში:
- არ უნდა გქონდეთ გაკეთებული პირსინგი, ტატუ ან მეზოთერაპია;
- არ უნდა გქონდეთ ჩატარებული სტომატოლოგიური მანიპულაცია;
- არ აცრილხართ ცოფის ან ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინით;
- არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
- არ გქონიათ ქირურგიული ოპერაცია;
თქვენ ვერ შეძლებთ დონაციას თუ:
- გადატანილი გაქვთ ან ატარებთ დაავადებებს: ჰეპატიტი B ან C, სიფილისი;
- ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
- გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
- გაქვთ დიაბეტი ან ეპილეფსია;
- ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;
ადგილზე მოსვლის შემდგომ რა პროცედურების გავლა მომიწევს?
- მოხდება გასაუბრება ექიმ თერაპევტთან;
- თქვენ შეგიმოწმდებათ ტემპერატურა;
- შეგიმოწმდებათ ჰემოგლობინის დონე;
- შეგიმოწმდებათ წნევა;
- შემდგომ გადაინაცვლებთ სისხლის დონაციის ოთახში სადაც მოხდება სისხლის დონაცია;
- დონაციის შემდგომ რამდენიმე წუთით მოისვენებთ მიირთმევთ გაზიან სასმელს და ტკბილეულობას;