ჩვენს შესახებ
იდეა, სისხლის ბანკის შექმნის შესახებ, გაჩნდა ექიმების ჯგუფში. ექიმებს, პრაქტიკულ საქმიანობაში ყოველ დღე უხდებოდათ სისხლის დეფიციტთან ბრძოლა. აღიარებული ფაქტია, რომ სისხლის კომპონენტების გარეშე წარმოუდგენელია ისეთი რთული მანიპულაციები, როგორიცაა ქირურგიული, კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული, ნეიოქირურგიული, ჰემატოლოგიური და სხვა ოპერაციების ჩატარება.
სისხლის ბანკის მიზანია ქვეყანაში არსებული სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება და მარაგების ზრდა უანგარო დონაციის ხარჯზე, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში არ მოხდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და უარეს შემთხვევაში ლეტალური შედეგით დასრულება.
დღეს, არსებული, სისხლის კომპონენტების 70-75%-ს წარმოადგენს ფასიანი დონაცია. მხოლოდ 25-30%-ით განისაზღვრება უანგარო დონაცია ისიც, საჭიროების მქონე პაციენტის ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების ხარჯზე.
სისხლის ბანკის მიზანია, მივაწოდოთ ინფორმაცია არსებული პრობლემის შესახებ თითოეულ მოქალაქეს და მათი მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ხარჯზე გავზარდოთ დონაციის სტატისტიკა.
ეს პრაქტიკა აქტიურადაა დანერგილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მოქალაქეები ყოველგვარი ანაზღაურებისა და მოწოდების გარეშე, წლის განმავლობაში რეგულარულად 2-3 ჯერ აბარებენ სისხლს.
მსგავსი პრაქტიკის დანერგვა შესაძლებელია საქართველოშიც, რათა საჭიროების შემთხვევაში, სისხლის კომპონენტების დეფიციტის ან მისი არარსებობის გამო, არ აღმოვჩნდეთ გამოუვალ მდგომარეობაში და აღნიშნულმა არ შეიწიროს ადამიანების, მათ შორის, ჩვენი თანამემამულეებისა და თითოეული ჩვენგანის ახლობლების სიცოცხლე!
გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩაერთოთ პროექტში "უანგარო დონაცია"
გახდი სიცოცხლის დონორი!!! გადაარჩინე სიცოცხლე!!!
მადლობა თანადგომისთვის.